რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, შეიარაღებულმა ძალებმა ოთხ მიმართულებაზე, რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. მათ შორის რუსულმა ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა, ასევე 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური სისტემებიდან. უკრაინული მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზეა მობილიზებული. დაიბომბა სუმის ოლქიც. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა მცირედი წინსვლა შეძლეს ბახმუტთან და ასევე ავდეევკასთან ორი მხრიდან. ამერიკელი გენერლის, მარკ მილის განცხადებით, ბახმუტთან რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 20-დან 30-ათასამდე მებრძოლი იბრძვის.