რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

შეტაკებები გრძელდება უკრაინაში ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე რუსული ძალები განაგრძობენ იერიშს ავდეევკასა და მარინკაზე. ღამის განმავლობაში დაიბომბა სუმის ოლქიც. 34-მდე გაიზარდა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი, დაღუპულია ერთი ადამიანი. დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 8-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი კიევის ოლქში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

გუშინ პრეზიდენტი ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, სადაც უკრაინელ სამხედროებს და ბრძოლის ველზე დაშავებულებს შეხვდა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ამ ვიზიტის შესახებ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.