რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატიდან 16 გაანადგურეს. მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა სხვადასხვა რეგიონებში. კიევთან ერთად განგაში იყო გამოცხადებული ჩერნიგოვის, პოლტავის, ჟიტომირისა და სუმის ოლქებში.

მოგვიანებით სირენა ჩაირთო ასევე დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და კრივოი როგის ოლქებშიც. კიევის პოლიციის ცნობით, ღამით ოკუპანტების იერიშის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. დაიბომბა ქალაქი ოდესა და ოლქის მიმდებარე ტერიტორიაც. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი რაკეტა სამსართულიან სახლს მოხვდა. დაშავდა სამი ადამიანი.