რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება. ღამით უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხუთი მიმართულებით რუსული ძალების 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. გენშტაბის განცხადებით, ოკუპანტების განსაკუთრებული ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი 73-ჯერ გახსნეს.