რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების 378-ე დღეა – უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. კვლავ მძიმე მდგომარეობაა ქალაქ ბახმუტთან.

კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი, მდინარე ბახმუტკას მიღმა მთლიანად დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილის დაკავების შესახებ ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში განაცხადეს. ამასთან, როგორც ანალიტიკური ცენტრის ყოველდღიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, რუსეთის ძალები ჯავშანტექნიკის დეფიციტს განიცდიან, ინსტიტუტის მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ბახმუტის აღების შემთხვევაში, რუსეთის ძალებს ტაქტიკური წარმატების განვითარების შესაძლებლობა არ აქვთ. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმსიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას.