რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსეთმა სუმის რეგიონზე მიიტანა იერიში. უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსი სამხედროების სამიზნეები გაანადგურა. რეგიონში 80-მდე აფეთქების ხმა გაისმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ რეგიონის ხუთ დასახლებას გაუხსნა ცეცხლი. დაზიანდა ერთი კერძო სახლი და კორპუსი.

გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორსკის მიმართულებებით. ბახმუტის მხარეს რუსეთმა 18 დასახლება დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში, ღამით 11 აფეთქება მოხდა.