რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსეთმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რაიონზე სარაკეტო იერიში განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამიზნე ინდუსტრიული ზონა გახდა. დაბომბვამ ნგრევა გამოიწვია. გენშტაბის ცნობით, საოკუპაციო ძალები შეტევის განხორციელებას ხუთი მიმართულებით – კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორსკის რაიონებში ცდილობენ.

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდასხმები ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების შვიდ დასახლებულ პუნქტზე მოიგერიეს.