რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასული დღის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ათი სარაკეტო და 29 საავიაციო იერიში განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტებისა და სამხედრო პოზიციების მიმართულებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 69-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

უკრაინის არმიის გენშტაბის მოხსენების თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში შეტევას ხუთი მიმართულებით აგრძელებენ. რუსეთის საარმიო ნაწილები უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას კუპიანსკში, ლიმანში, ბახმუტში, ავდეევკაში და შახტერში ცდილობენ.

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდასხმა დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის რეგიონების 20 დასახლებაში მოიგერიეს.