რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

კიევის შემოგარენში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ყველა ქალაქი თავისუფალია. მათ შორის ირპენი. მოწინააღმდეგის შეტევის ტემპი შემცირდა და წინსვლა არცერთი მიმართულებით არ არის. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის დიდ დანაკარგებზე ავრცელებს ცნობებს. რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევის მთავარი სამიზნე ისევ მარიუპოლია, რომელიც ალყაშემორტყმული რჩება. 160 000-მდე მოქალაქე განადგურებული ქალაქის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. საევაკუაციო მარშრუტებზე ცეცხლის გახსნის გაზრდილი რისკების გამო დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გახსნილა. მარიუპოლთან ერთად ჰუმანიტარული კრიზისია მელიტოპოლში, ბერდიანსკში, ხერსონსა და ხარკოვში. ქვეყნის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ რამდენიმე ქალაქის გატაცებული მერები მოკლული ნახეს.