რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთი უკრაინის დაბომბვას განაგრძობს – საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით ხუთი საავიაციო და 40 სარაკეტო იერიში განახორციელეს. გენშტაბის ინფორმაციით, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებით რუსი სამხედროები უკრაინის საარმიო ნაწილების თავდაცვის გარღვევას ცდილობენ. ცეცხლი გაუხსნეს ასევე ბახმუტისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარული დახმარების მანქანას.

უკრაინის მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო აქტივობა იზრდება ოკუპირებულ მარიუპოლში და ქალაქის გარშემო. პარალელურად, ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ რუსული ჯარების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნები ხუთჯერ დაბომბა.