რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება – ღამის განმავლობაში განგაშის ხმა ისმოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საჰაერო იერიშის საფრთხე იყო კიევის ოლქშიც. გენშტაბის ცნობით, უკრაინაზე იერიშები ე.წ. კამიკაძე დრონებით განხორციელდა.

ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ძალებმა 17 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. ზაპოროჟიე დაიბომბა დრონებითა და „S-300“-ის რაკეტებით, დაშავებულია სამი ადამიანი. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა. მოგვიანებით კი უკრაინელი სამხედროები და ექიმები დააჯილდოვა.