რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გუშინ რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, უკრაინაში ათ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უკრაინის მთავრობის განცხადებით, ოკუპანტების სამიზნე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რაკეტების უმეტესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.