ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 12 რაკეტა გაუშვეს. ერთ-ერთი მათგანი ჩერნიგოვის ოლქში ჩამოვარდა. სარაკეტო დარტყმები ხორციელდება კიევზეც. აფეთქება იყო ხარკოვსა და მიკოლაევშიც. ასევე 14 რაკეტა ჩამოვარდა სუმის ოლქში, თუმცა არავინ დაშავებულა. ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით, რუსებს მხოლოდ ორი ლოკალური შეტევისთვის სამყოფი რესურსები დარჩათ და ეს ორი მიმართულება, სევერსკი და ბახმუტია. უკრაინელი სამხედროები კი ხერსონში კონტრიერიშზე მიიწევენ. მათ კიდევ ერთხელ დაარტყეს ანტონოვკის ხიდს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, რუსულ მხარეს ოკუპირებული რეგიონის მომარაგებას გაურთულებს.