რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, უკრაინის მილიონზე მეტ მოქალაქეს ელექტროენერგია არ მიეწოდება. უკრაინული კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების მასშტაბი შესაძლოა, 10-12- ოქტომბრის ფართომასშტაბიანი თავდასხმების შედეგებს აღემატებოდეს.

პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა უკრაინის მიმართულებით 36 რაკეტა გაუშვეს. ყველა ჩამოთვლილ რეგიონში ამუშავდა საჰაერო თავდაცვითი სისტემები. ხელისუფლება კი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი თავშესაფრებს შეაფარონ. ღამის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევსა და დნეპროპეტროვსკზე იერიში განახორციელეს. უკრაინის გვარდიის ინფორმაცით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის მშვიდობიანი მოქალაქეები კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.