რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმა ისევ გრძელდება – სროლისა და აფეთქების ხმა სხვადასხვა რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. რუსებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე, ასევე სუმის ოლქზე, სადაც უკრაინული მედიის ინფორმაციით, 13 სარაკეტო იერიში განხორციელდა, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

თავის მხრივ, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროებს მნიშვნელოვანი წარმატება აქვთ ხერსონის მიმართულებით. უკრაინელებმა ოკუპანტებისგან ხუთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.