რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას განაგრძობენ. გასულ ღამეს სარაკეტო და საარტილერიო შეტევა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და სუმის რაიონებზე განახორციელეს. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლა, გაზსადენი და ელექტროტრანსფორმატორი. ამასთან, უკრაინული მედია იუწყება, რომ ქვეყნის არმიამ დონეცკის რეგიონში სოფელი ტორსკოე გაათავისუფლა.

პარალელურად, უკრაინელმა სამხედროებმა, წარმატებული ოპერაციის შედეგად, ქვეყნის სამხრეთში რუსული არმიის „k 52“-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი, 50-მდე რუსი მებრძოლი და ორი ტანკი გაანადგურეს.  უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთს შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე რვა ხომალდი ჰყავს მობილიზებული, რომელთაგან სამი „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებით არის აღჭურვილი.