რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომის 140-ე დღე – უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. უკრაინის ავიაციამ ხერსონის ოლქში რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობზე და პირად შემადგენლობაზე იერიში მიიტანა. სეპარატისტული ძალები იტყობინებიან, რომ ლუგანსკის ოლქში უკრაინულმა მხარემ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ძალების ნაწილი დაბომბა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია მოწინააღმდეგის ტექნიკის 30-მდე ერთეული. უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარის რამდენიმე თავდასხმა ხარკოვის ოლქში, ასევე დონეცკის ოლქში შეაჩერეს მტრის მცდელობა, წინ წაწეულიყო ბახმუტის მიმართულებით.

პარალელურად, რუსული მხარის იერიში გრძელდება. ბოლო მონაცემებით, 9 ივლისს დონეცკის ოლქში დასახლება ჩასოვ იარზე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მე გაიზარდა.