რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაზე საჰაერო შეტევები ძლიერდება.

ლუგანსკის ოლქის სრულად ოკუპირების შემდეგ მტრის სამიზნე დონეცკის ოლქის ის დასახლებები ხდება, რომლებსაც ისევ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ ისევ დაიბომბა ქალაქი სლავიანსკი, არის მსხვერპლი. ადგილობრივებს თავშესაფრებში დარჩენას სთხოვენ. სწორედ დონეცკის ოლქში მდებარე სლავიანსკი ხდება ახლა რუსეთის საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე. საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია ხარკოვი, სარაკეტო დარტყმები მოხდა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც.