რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში​

უკრაინაში ომი გრძელდება – საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სუმის რეგიონის ათ დასახლებულ პუნქტზე, ასევე ხარკოვის ოლქში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 600-ზე მეტი რუსი სამხედრო გაანეიტრალეს, ასევე ააფეთქეს ათობით ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის ზონები სამჯერ დაბომბა. უკრაინელმა სამხედროებმა გასულ ღამეს ოკუპანტების 60-ზე მეტი თავდასხმა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს.