რუსეთის საჰაერო იერიში ლვოვზე

ლვოვზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაჭრილია 11 პირი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. დილიდან ქალაქზე ხუთი საჰაერო დარტყმა განხორციელდა. დაიბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაზიანდა სამი საწყობი და ავტოსახელოსნო.

ლვოვის მერმა მომხდარს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება და გენოციდი უწოდა. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო შეტევა, სავარაუდოდ, თვითმფრინავებით განხორციელდა, კასპიის ზღვის მიმართულებიდან. მათივე ცნობით, კიდევ ერთი რაკეტა ლვოვის მიმართულებით რუსებმა შავი ზღვიდან გაუშვეს, თუმცა მან უკრაინის ტერიტორიამდე არ მიაღწია.