რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, „დასავლეთი 8 წლის განმავლობაში მფარველობდა ოფიციალური კიევის სურვილს მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაზე და საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ უბიძგებდა“. სერგეი ლავროვმა ეს განცხადება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას გააკეთა. მისივე თქმით, დასავლეთი ცდილობს, თავისი „ვიწრო ეგოისტური ამოცანები“ სხვა ქვეყნების ინტერესების საზიანოდ გადაჭრას და რუსეთის ყველა ფრონტზე შეკავება ამ კურსის ნაწილია.