რუსეთის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა დასავლური ქვეყნები უკრაინის მოქალაქეების გონებაში, ფსევდოღირებულებების ჩანერგვაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, რუსეთის დასუსტებისა და განადგურების მცდელობები ისევ გრძელდება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება რუსეთის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.