რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი

12:19, 07.05.2025

დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული დემონსტრანტი, რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატ გიორგი ჩხეიძის განცხადებით, ამ დრომდე დაკითხული პირები დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიმართ საქმისთვის არსებით ინფორმაციას არ აწვდიან.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს ანტონ ჩეჩინი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალით დააკავეს.

მსგავსი