რუსეთი ბაიდენსა და ბლინკენს აკრძალვას უწესებს

რუსეთმა აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, სულ 963 პირი დასანქცირდა. მათ შორისა აშშ-ის პრეზიდეტი ჯო ბაიდენი. სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღეს.

რუსეთის ე.წ. შავ სიაში არის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბარნსი. სიაში ასევე არიან ამერიკელი კანონმდებლები, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები და ყოფილი პოლიტიკოსები. მათ შორის არის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი და აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი და სხვები.

დატოვე კომენტარი