რუსეთ-უკრაინის ომი – მზადება მოლაპარაკებებისთვის
ტრამპის გამაფრთხილებელი გზავნილების მიუხედავად, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ ავიაიერიშებს განაგრძობს.
კიევი და ქვეყნის რამდენიმე რეგიონი ბოლო 24 საათში მორიგი საჰაერო დარტყმების სამიზნედ იქცა. ევროკავშირის მე-18 სასანქციო პაკეტის დამტკიცების შემდეგ ევროპის ქვეყნების ლიდერები რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვენ. უკრაინაში იმყოფება საფრანგეთის პირველი დიპლომატი. პარალელურად ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების და სამხედრო დახმარების რაც შეიძლება დროულად მიწოდების გზებზე მსჯელობენ. ამერიკის პრეზიდენტის მიერ რუსეთისთვის სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად დაწესებული ვადა სექტემბრის დასაწყისში იწურება. ახლა მთელი მსოფლიო რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს ელოდება, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს.