რუსეთ-უკრაინის ომი

21:57, 26.06.2026

ოკუპირებულ ყირიმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკრაინული დრონებით შეტევებისა და სარაკეტო იერიშების ფონზე ნახევარკუნძულზე კრიტიკული ვითარებაა შექმნილი. მწყობრიდან არის გამოსული თბოელექტროსადგურები, რის გამოც უდიდეს ქალაქ სევასტოპოლს ელექტროენერგია შეფერხებებით მიეწოდება. რეგიონში ენერგორესურსების და პროდუქტების დეფიციტია. აკრძალულია რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის მიყიდვა. ოკუპირებულ ყირიმში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი „40 დღიან გავლენის ოპერაციას“ ამტკიცებს. ახალი კამპანია რუსეთზე მაქსიმალური სამხედრო და ეკონომიკურ ზეწოლას ითვალისწინებს. მიზანია ნახევარკუნძულის იზოლაცია და ამ ფორმით კრემლის იძულება, ომი დაასრულოს. უკრაინაზე საპასუხო დარტყმებს განაგრძობს რუსეთიც. ორმხრივი მწვავე დაპირისპირება, ქვეყნებს შორის თვეების წინ გაყინული სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივას სულ უფრო ამცირებს.

მსგავსი