რუსეთ-უკრაინის ომი 

რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ ავიაიერიშებს განაგრძობს.

გამთენიისას კიევი და რამდენიმე რეგიონი მორიგი მასირებული დარტყმების სამიზნედ იქცა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. თავდასხმები დროში პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარს დაემთხვა, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილოა. ოფიციალური კიევი დასავლეთისგან სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს, ევროპის ცალკეული ქვეყნების ლიდერები კი ოფიციალურ ვაშინგტონს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისა და სანქციებისკენ მოუწოდებენ.