რუსეთ-უკრაინის ომი

12:15, 10.09.2026

პრიმორსკის სანაპიროზე უპილოტო კატარღის აფეთქების შედეგად, პლაჟის ინფრასტრუქტურა და მიმდებარე ტერიტორია ნაწილობრივ დაზიანდა. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. პროშუნინის თქმით, სოჭში უპილოტო კატარღების თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება. ასევე დაღესტნის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მაჰაჩყალაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, პორტის ინფრასტრუქტურასა და მუსიკალურ-დრამატულ თეატრში ხანძარი გაჩნდა. მისი ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი