რუსეთ-უკრაინის ომი 

12:14, 10.09.2026

რუსეთის მიერ სუმზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. დარტყმა სავაჭრო-გასართობი ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელდა. დაშავებულთა შორის სამი მოზარდია, ოთხი ადამიანის მდგომარეობა კი მძიმეა. თავდასხმის შედეგად ადგილზე ხანძარიც გაჩნდა. დარტყმა იყო ქალაქ კრივოი როგზეც, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. მათ შორის 42 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინული მედიის ცნობით, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, ასევე საგანმანათლებლო, კულტურისა და ბიზნესის ობიექტები. ქალაქში ხანძრების ჩაქრობისა და თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციიო  სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი