რუსეთ-უკრაინის ომი
ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა.
კიევში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარს ებრძვიან. დაშავებულია სამი ადამიანი.
მასშტაბური ხანძარი „პეტროვკის“ წიგნების ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა. დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთმა სამრეწველო ობიექტებს დაარტყა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსებმა რაიონის დასახლებულ პუნქტებსაც დაარტყეს.