რუსეთ-უკრაინის ომი
რუსულმა არმიამ კიევსა და რეგიონის სხვა ოლქებზე მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა, დაიღუპა ხუთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. საჰაერო თავდაცვამ სამიზნეების ნაწილი ჩამოაგდო, თუმცა, პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ პარტნიორებისგან მიღებული რაკეტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა. შეთანხმება არსებობს, თუმცა, საკმარისი რაკეტები არა.
იერიშებს განაგრძობს უკრაინაც, დრონებით თავდასხმები განხორციელდა ოკუპირებულ სევასტოპოლში. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების აქტი დაამტკიცა.