რუსეთ-უკრაინის ომი

12:14, 03.08.2026

უკრაინის მიერ რუსეთზე განხორციელებული იერიშის შედეგად, ბელგოროდში, შუხოვის სახელობის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. სწორედ ამ უნივერსიტეტში მიმდინარეობდა უპილოტო საფრენი აპარატების სისტემების შემუშავება და ტესტირება. ბელგოროდის ოლქში, ასევე, დაიბომბა საბავშვო მოედნის მიმდებარე ტერიტორია, რასაც ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა ვლადიმირის ოლქში, „ვალდბერისის“ უმსხვილეს საწყობებზე.

აღნიშნული საწყობები ცენტრალურ რუსეთში ყველაზე დიდი მასშტაბის იყო და დაახლოებით 175 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავდა, სადაც 120 მილიონამდე ერთეული პროდუქცია ინახებოდა. საპასუხოდ, რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით ორჯერ შეუტიეს. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 31 კი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა.

მსგავსი