რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში

მსოფლიო მედია ახლა სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრას ელოდება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმირ მედინსკის განცხადებით, ისინი მზად არიან სამუშაოდ და უკრაინულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე 10:00 საათიდან დაელოდებიან. რუსეთის დელეგაციას ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ფომინი.

დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა უკრაინის პრეზიდენტმაც. უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის მიერ დასახელებული დელეგაცია ბუტაფორიად მოიხსენია. პასუხად კი სერგეი ლავროვმა ზელენსკის საცოდავი ადამიანი უწოდა, რადგან პუტინის სტამბოლში ჩასვლა მოითხოვა.

თემაზე თიკა მიგინეიშვილი მუშაობს – რა ხდება ახლა და რას უნდა ველოდოთ შეხვედრიდან?