რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 180-ზე მეტ პირს გამოძახების ცნობა გადაეცა

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 180-ზე მეტ პირს, მობილიზაციის ფარგლებში, გამოძახების ცნობა გადაეცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა სურდათ.

შეგახსენებთ, რომ საზღვარზე ოპერატიული გაწვევის ჯგუფი მუშაობს, რომელშიც სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის, ასევე ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები შედიან. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარებიან, გადაეცემათ გამოძახების შეტყობინება და კანონის შესაბამისი ნორმები ადგილზევე განემარტებათ.