რომის პაპმა უკრაინაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა

რომის პაპს უკრაინაში ვიზიტის სურვილი აქვს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ეს განცხადება მედიასთან თვითმფრინავში გააკეთა, ის რომიდან კანადაში სამოციქულო ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრა. გასულ თვეში რომის პაპმა რუსეთი „სასტიკ და უაზრო აგრესიულ ომში“ არაპირდაპირ დაადანაშაულა.