ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო იმართება. მსჯელობენ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ. ადვოკატის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალს არ აღიარებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებით, რომეო მიქაუტაძე სხვადასხვა უწყებაში სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სამართალდამცველებმა მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.