რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი

კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე. ეკონომიკისა მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეები, სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები დაიკითხნენ. ერთ-ერთის ინფორმაციით, მიქაუტაძეს პირდაპირი ინტერესი ჰქონდა „ნახიდური ჰესის“ მიმართ. ზურაბ არველაძის თქმით, ეს მიქაუტაძის აქტივობებსა და გადაწყვეტილებებშიც ჩანდა.

გამოძიების ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის უკანონო ლეგალიზაცია განახორციელა. რომეო მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.