რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი
კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე – საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მორიგი პროცესი იმართება. უსმენენ ბრალდების მხარის მოწმეებს. იკითხება ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ზურაბ არველაძე. მისი თქმით, მიქაუტაძეს ინტერესი ჰქონდა „ნახიდური ჰესის“ მიმართ, რაც არველაძის თქმით, მიქაუტაძის აქტიობებში და გადაწყვეტილებებში ჩანდა. გამოძიების ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის უკანონო ლეგალიზაცია განახორციელა. რომეო მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.