რომეო მიქაუტაძის სასამართლო

15:14, 23.02.2026

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის მიქაუტაძის მძახალი დაიკითხა. მისი თქმით, პატივისცემის ნიშნად, შესთავაზა დახმარება და 300 000 ლარი მისცა, თუმცა, რაში სჭირდებოდა, არ იცის.  ბრალდების მხარემ წარმოდგენილი 15 მოწმიდან რამდენიმე  უდავოდ ცნო.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბრალდებული რომეო მიქაუტაძეც, რომელიც ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის მტკიცებით, ის სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. მიქაუტაძეს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი