როგორია აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

რაც შეეხება დაშავებულებს, რომლებმაც აფეთქებისას მძიმე დამწვრობა მიიღეს, ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. ერთი ოჯახის სამი წევრი დამწვრობის ცენტრში მკურნალობას განაგრძობს. მათ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული. ყველაზე რთული 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, დღეს ის სამართალდამცველებმა დაკითხონ. სხეულის შედარებით მცირე უბანი აქვს დაზიანებული მოზარდს. თუმცა, მას კიდურები აქვს დამწვარი.