როგორ უვლის მამის გაშენებულ ხეხილის ბაღებს მირზა ჭინჭარაული ჯუგაანში

▶ კახეთში, სოფელი ჯუგაანში, თბილისელი ცოლ-ქმრის, ანი ცუცქირიძის და მირზა ჭინჭარაულის გაშენებული ხეხილის ბაღები და სამაცივრე მეურნეობა, რატომ იზრდება ახალგაზრდა ფერმერთა დაინტერესება მებაღეობით, როგორ უწყობს ხელს სახელმწიფო პროგრამები ინტენსიური ბაღების გაშენებას, როგორი მოვლა-პატრონობა ჭირდება ხეხილს და რა უნდა იცოდეს მებაღემ სასურველი შედეგის მისაღებად.

▶ პირველად რუბრიკა „არტიშოკის“ ისტორიაში ნახეთ, თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანის ღვინით მხატვრობა, ქართული ღვინის მრავალი ფერი ტილოზე გადმოტანილი, როგორ იქცა ღვინო მხატვრის შთაგონების წყაროდ, როგორ გაჩნდა ეს ორიგინალური იდეა და როგორია ქართული ღვინო ქვევრიდან დოქში, დოქიდან ჯამში და ჯამიდან ტილოზე.

გადაცემის წამყვანი: ნუცა გამცემლიძე

ფერმა