როგორ დაუხვდა ნინიაშვილი ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს მყოფ აფრასიძეს [ვიდეო] 1TVSPORT

საფრანგეთის ტოპ-14

მონპელიე – ლიონი 30:8

საინტერესო გამოდგა „მონპელიესა“ და „ლიონის“ დაპირისპირება.

გელა აფრასიძე ერთთვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, „მონპელიეს“ მარქაფაში მასთან ერთად იყო მიშა ნარიაშვილი. „ლიონის“ ქართველი ლეგიონერებიდან კი ორივე სასტარტოში იწყებდა: ერთტურიანი დასვენების შემდეგ ბექა საღინაძე კუთვნილ მესამე ხაზს დაუბრუნდა, ნინიაშვილი კი ზედიზედ მეორე მატჩია სასტარტო თხუთმეტეულში იწყებს და შეუცვლელად თამაშობს.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში სრულიად „მონპელიეს“ უპირატესობით მიმდინარეობდა, ნინიაშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი მეორე ტაიმში ყვითელი ბარათითაც დასაჯეს გელა აფრასიძესთან დაჯარიმებისთვის.