როდის დაიწყება კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ფონიჭალაში

როდის დაიწყება კორპუსის  გამაგრებითი სამუშაოები ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში. ზუსტი დღე ამ დრომდე არ არის ცნობილი. სპეციალისტები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. ბოლო მონაცემებით, აღდგენითი პროცესი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება. მანამდე კი მერიის მიერ დაქირავებულმა კერძო კომპანიამ მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. ვითარება ადგილზე, ექსპერტებმა და კონსტრუქტორებმა შეისწავლეს.

ჯერ ისევ უცნობია, არის თუ არა ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო. რაც შეეხება დაშავებულებს, რომელბმაც აფეთქებისას მძიმე დამწვრობა მიიღეს, ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. ერთი ოჯახის სამი წევრი დამწვრობის ცენტრში მკურნალობას განაგრძობს. მათ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული. ყველაზე რთული 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

შეგახსნებთ, ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა აფეთქება გამოიწვია, ახალგაზრდა ქალი და ცხრა თვის ბავშვი გარდაიცვალნენ. კვლავ მობილიზებულია საპატრულო და დაცვის პოლიცია.