რკინიგზის მოდერნიზაცია
რკინიგზის ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი ლოკომოტივებისა და ვაგონების შეძენა, დამატებითი მიმართულებების დანიშვნა და ძველი მარშუტების აღდგენა. მთავრობამ ამ მიმართულებით 2026-28 გეგმა წარადგინა. საკითხზე პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე. აღნიშნა, რომ მიზანი მგზავრთნაკადისა და გადაზიდვების გაზრდა და მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის კომფორტის შექმნაა.