რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება არის თურქეთის დიპლომატიური წარმატების შედეგი. თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, სამუშაო, რომელიც ხორციელდება თურქეთის ხელმძღვანელობით, არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება. ეს განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოდესის პორტი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა დატოვა. გემი, რომელიც 26 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული, დღეს სტამბოლში ჩავა, საიდანაც, თურქული მხარის მიერ შემოწმების გავლის შემდეგ, ლიბანისკენ გაემგზავრება.