შსს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. განცხადების მიხედვით, სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70 % გაიხსნა. შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. ამასთან, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვისა და თაღლითობის ფაქტები. ნარკოტიკული და ორგანიზებული დანაშაულების გამოვლენის ზრდის და პოლიციის მხრიდან გააქტიურებული ბრძოლის პროპორციულად, დარეგისტრირებულია 54 134 ფაქტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 4 158 შემთხვევით მომატებულია.
რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა განპირობებულია ნარკოდანაშაულების ფაქტების გამოვლენით. გაზრდილია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტების გამოვლენა. განზრახ მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია -11 ფაქტით, ხოლო ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირებული – 517 ფაქტით. ქვეყნიდან გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 1 311 მოქალაქე.