რეგიონული არჩევნების შედეგები გერმანიაში

12:12, 21.09.2026

გერმანიის რეგიონულ არჩევნებში კანცლერის პატრია ისევ დამარცხდა. მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 38% მიიღო. მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია 35.5%-ით. არჩევნებში „მემარცხენე პარტიამ“ ხმათა 6.5 პროცენტი მიიღო, მწვანეებმა კი 5.7 პროცენტი. ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ კი 4.9% მიიღო და შესაბამისად, თუ საბოლოო შედეგები არ შეიცვლება, პარტია 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვასა და რეგიონულ პარლამენტში მოხვედრას ვერ შეძლებს. პირველადი ეგზიტპოლის მიხედვით, ბერლინში „მემარცხენე პარტია“ 25.7%-ით ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა ხდება. მეორე ადგილზეა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 19%-ით. მესამე ადგილზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადის 16%-ით.

შეგახსენებთ, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნები 6 სექტემბერს ჩატარდა. შედეგების მიხედვით, არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%.

მსგავსი