რამაზ გერლიანის მეგობრების განცხადება

ეკონომისტ რამაზ გერლიანის გამოჩენის შემდეგ, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ წარმომადგენლები გამოძიების სწორი მიმართულებით წარმართვას და იმ პოლიციელის გამოკითხვას ითხოვენ, რომლიც საქმეში ფიგურირებს.

მათი თქმით, გერლიანის მანქანასა და მობილურ ტელეფონში არის ინფორმაცია, რომელიც სამართალდამცველის მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ასახავს.