რაგბის ბავშვთა აკადემია „რუსთაველი“

15:15, 03.10.2026

მალე რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია „რუსთაველი“ გაიხსნება. ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე კი აკადემიის მწვრთნელებმა საფრანგეთში, ნიცის რაგბის აკადემიაში აიმაღლეს კვალიფიკაცია და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილებაც გაიზიარეს.

რუსთავის რაგბის აკადემიაში, 5-დან 14 წლამდე მოზარდების რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ახალი სპორტული სივრცე ქალაქ რუსთავში შემოდგომაზე გაიხსნება და ის რაგბის ყველა მოყვარულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების აკადემიაში სწავლას კი რუსთავის მერია, სპეციალური სტიპენდიით დააფინანსებს.

მსგავსი