რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა 

12:27, 24.10.2025

რუსთავში, რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ლომოურის ქუჩაზე, იქ სადაც წლების წინ, რუსთაველ მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა, 8000 კვ/მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ტრიბუნა, დამხმარე ნაგებობები და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტის მიზანი რუსთავში ბავშვთა რაგბის განვითარება და რაგბის საბავშვო აკადემიის დაარსებაა. პროექტის ღირებულება თითქმის 3 მილიონი ლარია. სამუშაობი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი